აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და პოლონეთის ელჩის შეხვედრა

24 ივლისი 2024, 14:44 385 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარიუშ მაშკევიჩს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ ელჩს რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია გააცნო. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.  

ქვეყნებს შორის პარტნიორობა მოიცავს ჯანდაცვის, განათლების, კულტურის მიმართულებებს. პოლონეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში