''ხალხის ძალის'' განცხადება

25 ივლისი 2024, 14:13 364 ნახვა

"იქამდე, სანამ გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანამ მაღალი ტრიბუნიდან კვლავ მოვისმენთ სიცრუესა და აბსურდზე დაფუძნებულ ბრალდებებს, ომის საშიშროება არსად გამქრალა“ - ამის შესახებ "ხალხის ძალის" განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართულ მოსმენას შეეხება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოზე მიტანილი მორიგი იერიში მარტივად, საერთო პოლიტიკურ კონტექსტში უნდა განიხილონ. 

მათი თქმით, წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ უსამართლო ბრალდებები ისმოდა. მათი განცხადებით, საქართველოს მიმართ დაუმსახურებელ კრიტიკას ერთი მიზანი აქვს "საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, სათავეში მოვიდეს ყველა დავალებაზე ხელის მომწერი აგენტურა და გახვიოს ქვეყანა ომის ქარცეცხლში."

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში