ანსამბლი „ბათუმი“ ჯერაშის კულტურის ფესტივალზე 

26 ივლისი 2024, 10:50 476 ნახვა

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში გამართულ ჯერაშის 38-ე კულტურის ფესტივალის მეორე დღეს, მაყურებლის წინაშე ბათუმის კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“ წარსდგა, რომელმაც  საზოგადოებას ქართული ტრადიციული ქორეოგრაფია გააცნო.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალს ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს.  

ჯერაშის კულტურული ფესტივალი წელს მეფე აბდულა II-ის გამეფების 25 წლის იუბილეს ეძღვნება.

ეს არის იოდანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილია იორდანული ინტელექტუალური და კულტურული პროგრამა და იორდანული და არაბული პოეზია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში