პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი

26 ივლისი 2024, 14:18 393 ნახვა

ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე ისაუბრა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას ცდილობდნენ, ახლა უცხოელი კურატორების რჩევით, მშვიდობაზე ალაპარაკდნენ.

მისი თქმით, წინასაარჩევნოდ  ოპოზიციამ  საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არდაწესების პოლიტიკის მიმართ რიტორიკა შეცვალა.

პაპუაშვილმა საზოგადოებას რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს ოპოზიციის წევრების და მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებებიდან ციტატები შეახსენა.

კერძოდ, გაიხსენა საქართველოდან უკრაინაში მოხალისეების თვითმფრინავის გაფრენაზე მთვარობის ნებართვის არ გაცემაზე გამოხმაურებები.  ასევე სამხედრო დახმარების და სანქციების არ დაწესების პოლიტიკაზე შეფასებები და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის და პირდაპირი ფრენების აკრძალვის მოთხოვნები.

პაპუაშვილმა ვრცლად და დეტალურად ისაუბრა ამ მოთხოვნების საპასუხო ხელისუფლების ნაბიჯებზეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში