ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი გაიხსნა

27 ივლისი 2024, 14:02 346 ნახვა

ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი გაიხსნა. ადგილზე, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა, ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს პრიორიტეტი, მოსახლეობისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, პროცესში გამოკვეთილ ხარვეზებზე კი მყისიერი რეაგირება ხდება.

„ფოთის მუნიციპალიტეტში, ბენეფიციარები დიალიზის სერვისს, 2021 წლიდან ერთ-ერთ კერძო კლინიკაში იღებდნენ, თუმცა ადგილზე, სერვისის მიღების შესაძლებლობა, დაახლოებით, ერთი თვეა შეეზღუდათ.

პრობლემის გადაჭრის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. შედეგად კი, ფოთის მოსახლეობას, ახალი, მაღალი სტანდარტების შესაბამისი, დიალიზის ცენტრი აქვს.

ცენტრის გახსნამდე, პაციენტები, უახლოეს მუნიციპალიტეტში იღებდნენ სამედიცინო მომსახურებას. მათ ტრანსპორტირებას კი ფოთის მერია უზრუნველყოფდა’, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში