"საერთაშორისო გამჭვირვალობა" რეგიონებში შეხვედრებს მართავს და „ქართული ოცნების" წინააღმდეგ აგიტაციას ეწევა - "ქართული ოცნების" კომუნიკაციების სამსახურის მედია პლატფორმა

28 ივლისი 2024, 10:41 367 ნახვა

"ქართული ოცნების" კომუნიკაციების სამსახურის მედია პლატფორმა განცხადებას ავრცელებს.

მედია პლატფორმის ინფორმაციით, არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა" რეგიონებში შეხვედრებს მართავს და „ქართული ოცნების" წინააღმდეგ აგიტაციას ეწევა.

"სინამდვილეში, ეს წინასაარჩევნო აგიტაციაა, რაც არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ, ნეიტრალურობის პრინციპის დარღვევაა, ხოლო, მისი დამფინანსებელი დონორების მხრიდან - სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევა.

 

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" დონორები არიან შვედეთის განვითარების სააგენტო (SIDA), აშშ-ის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი (NED) და აშშ-ის განვითრების სააგენტო (USAID)" , - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პლატფორმა "სინამდვილეში" ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში