რუსეთთან მიმართებით შეცვლილი პოზიციები

28 ივლისი 2024, 11:50 384 ნახვა

სამი თვე არჩევნებამდე - პოლიტიკური მხარეები ისევ  ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან. რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან შეცვლილი რიტორიკა კვლავ შეფასების თემაა. მმართველი გუნდი ოპონენტების პოზიციების ცვლილებას სწორედ არჩევნებს და ხალხის განწყობას უკავშირებს.

უმრავლესობის წევრებს კონკრეტული მაგალითები მოჰყავთ, როგორ ითხოვდნენ ოპონენტები უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთისათვის სანქციების დაწესებას, პირდაპირი ფრენების შეწყვეტას და რუსი ტურისტებისთვის საზღვრების ჩაკეტვას , დღეს კი ოკუპანტ ქვეყანასთან პრაგმატულ მიდგომას ირჩევენ.

ოპოზიცია მმართველი პარტიის განცხადებას წინასაარჩევნო დემაგოგიას უკავშირებს და მიაჩნიათ, რომ როდესაც ხელისუფლება ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს, ცდილობს ოპონენტებს ხელოვნური თემებითა და პროპაგანდით ებრძოლოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში