ოპოზიცია შუახევში გზის  რეაბილიტაციას ითხოვს

05 აპრილი 2017, 00:00 3195 ნახვა

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის შუახევის მონაკვეთის რეაბილიტაციას ითხოვს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' შუახევის ორგანიზაცია. პარტიის წევრ სოსლან ზოიძის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და შუახევის გამგებლის დაპირებების მიუხედავად, აღდგენითი სამუშაოები არ დაწყებულა. გამგებელი ამბობს, რომ გზა  ''შუახევი ჰესის'' მშენებლობაზე მძიმეტონიანი ავტომობილების გადაადგილების გამო დაზიანდა.  ტარიელ  ებრალიძის განცხადებით, გზა რამდენჯერმე შეაკეთეს, ამ დროისთვის ჰესის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, ოპერირების შემდეგ კი ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის შუახევის მონაკვეთი  კაპიტალურად მოეწყობა.

ამავე კატეგორიაში