მიშამ დღეს დაადასტურა, რომ ისევ აგებს არჩევნებს და პოსტსაარჩევნოდ აქციებს ქადაგებს - ცოტნე ანანიძე

29 ივლისი 2024, 15:28 426 ნახვა
 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების პროგნოზირება მარტივია დღევანდელ მოცემულობაში. ამიტომ, აქედანვე, საპროტესტო აქციების გზას აანონსებენ.

„მიშამ დღეს დაადასტურა, რომ ისევ აგებს არჩევნებს და პოსტსაარჩევნოდ აქციებს ქადაგებს. ეს კინო ნანახი გვაქვს ყველას”, - აღნიშნულია ცოტნე ანანიძის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში