ხაზარაძე - ჯაფარიძის პოლიტიკური ავანტიურის კრახი სახეზეა - ილია ვერძაძე 

31 ივლისი 2024, 11:10 396 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ილია ვერძაძე ანაკლიის კონსორციუმის საქმესთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება.

"ადამიანებს, სადაც არ უნდა იყვნენ და რა საქმითაც არ უნდა იყვნენ დაკავებულნი, ახასიათებთ მოქმედების და მორალის გარკვეული სტილი, ბიზნესი იქნება ეს თუ პოლიტიკა, არ აქვს მნიშვნელობა. მარტივი გზით, ხშირად თაღლითობით მოპოვებულ შემოსავალს მიჩვეულნი, ამავე გზებით ცდილობენ პოლიტიკაში დივიდენტების მიღებას - მარტივად და არაკეთილსინდისიერად.

მათთვის სამწუხაროდ, საარბიტრაჟო სასამართლომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. როგორ უნდა გძულდეს ქვეყანა, ან  ისე ვერ აცნობიერებდე საქციელს, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგა. ვფიქრობ, ამ გუნდში მყოფი პოლიტიკოსები, თუ ასეთები არიან მათ რიგებში, არ უნდა ეცადონ ამ პოლიტიკური ავანტიურის  გამართლებას," -აცხადებს ილია ვერძაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში