რუსეთის მხრიდან დრონებით მასირებული თავდასხმის გამო, კიევში საჰაერო განგაში შვიდ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა - უკრაინის გენშტაბი

31 ივლისი 2024, 13:08 469 ნახვა

რუსეთმა კიევზე მიმდინარე წლის დასაწყისიდან დრონებით ყველაზე მასირებული თავდასხმა განახორციელა.

უკრაინის დედაქალაქში ღამით საჰაერო განგაში შვიდ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი პოპკო ავრცელებს.

მისი ცნობით, საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე და მის სიახლოვეს 40-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. პოპკოს ინფორმაციით, ეს ივლისში რუსეთის მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული უკვე მეშვიდე თავდასხმა გახდა.

ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კიევში 13 კერძო სახლი დაზიანდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში