მრავალბინიანი  კორპუსის  მშენებლობა  სახლმუზეუმის გვერდით

05 აპრილი 2017, 00:00 3767 ნახვა

ქობულეთში, საზოგადო მოღვაწე  გულო კაიკაციშვილის სახლ-მუზეუმის გვერდით კორპუსის მშენებლობას მისი ოჯახის წევრები აპროტესტებენ. მათი თქმით,  120 წლის წინ აგებულ მუზეუმის შენობას ოფიციალური სტატუსი მინიჭებული არ აქვს, თუმცა, მის გვერდით კორპუსის მშენებლობა მუზეუმს დააზიანებს. ოჯახის წევრებს   კორპუსის სიახლოვეზეც აქვთ პრეტენზია.    მშენებელი კომპანიის  დირექტორმა მუნიციპალიტეტისგან კანონიერად მიღებული ნებართვა წარმოადგინა. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ დოკუმენტი შესაბამისი შესწავლის შემდეგ გაიცა, რაც გვერდით მდგომი შენობას დაზიანებას გამორიცხავს . კორპუსიდან სახლ-მუზეუმი  კი   5 მეტრითაა დაშორებული ერთმანეთისგან. 

ამავე კატეგორიაში