ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ წელს შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი - ირაკლი კობახიძე

01 აგვისტო 2024, 11:15 448 ნახვა

წელს შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 6 თვის მონაცემებით დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, ევროპის მასშტაბით.

„გუშინ გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მონაცემები და 6 თვის მაჩვენებელი დაფიქსირდა, 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, ევროპის მასშტაბით. ჩვენი ერთ-ერეთი უმთავრესი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება.

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს ქვეყნის განვითარებას ყველა მიმართულებით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და შემდეგი თვეების განმავლობაშიც ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ წელს შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში