შეერთებული შტატები საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარების 95 მილიონ დოლარს გაყინავს

01 აგვისტო 2024, 11:39 481 ნახვა

საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით, სულ უფრო აშორებს ქვეყანას მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებისგან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა. 

მან ისაუბრა აშშ-ს გადაწყვეტილებაზე 95 მილიონი აშშ დოლარის გაყინვის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობისკენ მიემართება და განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედებებისა და ტყუილის შემცველი განცხადებების გამო გადაიდგა.

აშშ აგრძელებს საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, დაბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამასთან, პატელის თქმით, აშშ მზად არის დამატებითი ქმედებები განახორციელოს თუ საჭიროება იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში