გია აბულაძე - აჭარის მაღალმთიანეთში მწვანე ტბის მიმდებარედ ინერტული მასალის უკანონო მოპოვება მიმდინარეობს

01 აგვისტო 2024, 14:01 419 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა'' ირწმუნება, რომ მაღალმთიან აჭარაში, მწვანე ტბის მიმდებარედ ინერტული მასალის უკანონო მოპოვება დაიწყეს.

გია აბულაძის თქმით, გადათხრილია მიმდებარე ტერიტორია და ნადგურდება ტბის ეკოსისტემა, რამაც შესაძლოა ტბის დაშრობა და ეროზიები გამოიწვიოს.

ოპოზიციონერი დეპუტატი მოუწოდებს პროკურატურას და აუდიტის სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და შესწავლა, თუ რატომ მოხდა ინერტული მასალის მოპოვება, ამასთან გარემოს ეროვნულმა სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და შეწყდეს მწვანე ტბის მიმდებარედ მსგავსი ჩარევები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში