"გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დღეიდან ძალაში შევიდა

01 აგვისტო 2024, 13:55 425 ნახვა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დღეიდან ძალაში შევიდა. როგორც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ კანონშია აღნიშნული, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

სამოქალაქო და  მედია ორგანიზაციებში   დაზუსტებით ამბობენ და გადაწყვეტილი აქვთ რომ  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად არ დარეგისტრირდებიან. 

მიაჩნიათ რომ კანონი საქართველოს  სამართლებრივი სისტემიდან ამოვარდნილია და გაურკვეველ პროცედურებს სთავაზობს.

რაც შეეხება პოლიტიკოსების შეფასებებს, ოპოზიციაში ისევ იგივე განწყობაა, რომ კანონი არის არაკონსტიტუციური და არადემოკრატიული, მმართველ გუნდში კი აცახდებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას ხელი არ ეშლება,  იმ განსვხავებით, რომ საზოგადოებას მათი საქმიანობის შესახებ მეტი ეცოდინებათ,  რადგან  განაცხადის ავტორმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია წინა წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში