ოპოზიცია ზურაბ პატარაძეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

05 აპრილი 2017, 00:00 4131 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. გია აბულაძის განცხადებით, კომპანია ,,სტატოტელის” უკან, რომელიც მახინჯაურში, ყოფილი პანსიონატ ,,მზიურის” ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებს , ზურაბ პატარაძის ოჯახთან დაახლოებული პირი, ყაზახეთში მოღვაწე ბიზნესმენი დგას.

ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, ტერიტორიის გასხვისებამდე 2016 წელს აჭარის ფინანსთა სამინისტროს შპს ,,გრინ ვალ ჯორჯიამ “ მიმართა რომელიც 38 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა, არჩილ ხაბაძის თავმჯდომარეობის დროს ჰქონდა თანხმობა, თუმცა გია აბულაძის მტკიცებით ზურაბ პატარაძის მთავრობაში მოსვლის შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა. აბულაძე ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილების უკან პატარაძის ფინანსური ინტერესები დგას.

ზურაბ პატარაძე მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ თავის დროზე 1 ლარად გასხვისებულ ტერიტორიაზე ინვესტიცია არ განხორციელდა რის გამოც გამოცხადებულ ტენდერში ,,სტატოტელმა” გაიმარჯვა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში