პარტიების არანაირი მრავალფეროვნება თუ გაერთიანებები არ არის, არსებობს ერთი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მოქალაქეების დაბნევას ცდილობს - შალვა პაპუაშვილი

03 აგვისტო 2024, 16:56 377 ნახვა

ქართველმა ხალხმა დაინახა, პარტიების არანაირი მრავალფეროვნება თუ გაერთიანებები არ არის, არის ერთი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობს, ჩვენი მოქალაქეები დააბნიოს, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

პაპუაშვილის თქმით, რეგიონში შეხვედრებიც აჩვენებს, რომ ამ პარტიებთან შეხვედრებზე მოქალაქეები არ დადიან.

„მთავარი ერთი რამეა, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა, ვისთან აქვს საქმე. სინამდვილეში არანაირი პარტიების მრავალფეროვნება თუ გაერთიანებები არ არის, ხომ ხედავს ყველა, ეს არის ერთი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობს ახლა, რაღაცნაირად დააბნიოს ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ, ვხედავთ ყველა, მათ შორის, მათი შეხვედრებიც რეგიონში აჩვენებს, რომ მოქალაქეები მათთან შეხვედრაზეც არ დადიან და „ენჯეოების“ ორგანიზებულ წინასაარჩევნო კამპანიებში არიან ჩართული“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში