ბათუმში, პარტია "საქართველოსთვის" წინასაარჩევნო აგიტაციისას ინციდენტი მოხდა

03 აგვისტო 2024, 22:15 915 ნახვა

ბათუმში, პარტია "საქართველოსთვის" წინასაარჩევნო აგიტაციისას ინციდენტი მოხდა. პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლისას სამი ახალგაზრდა დაუპირისპირდა. მათ გახარიას მოღალატე უწოდეს და უთხრეს, რომ იქ მისვლის უფლება არ ჰქონდა. 

პარტიაში ფაქტს პროვოკაცია უწოდეს. გახარიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ბრძოლის ეს მეთოდი "ნაციონალური მოძრაობისგან" გადაიღო.

საბოლოოდ, ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში