მიხეილ სარჯველაძე ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

04 აგვისტო 2024, 09:45 282 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ამ მიმართულებით არსებული საჭიროებები და დარგისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს.

"როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი პაციენტთა ინტერესებისა და უფლებების დაცვაა. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია სამედიცინო სექტორის ინტერესების გათვალისწინება.

შეხვედრაზე დარგის მეტად განვითარებისთვის აუცილებელი საკითხებიც განიხილეს, ასევე, იმსჯელეს სამომავლოდ აქტუალური საკითხების ერთობლივად მოგვარებასა და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში