“ბათომის” კიდევ ერთი მიმართვა ზურაბ პატარაძეს

05 აპრილი 2017, 00:00 3161 ნახვა

საზოგადოება “ბათომის” კიდევ ერთი წერილი ზურაბ პატარაძეს. სამოქალაქო საზოგადოების წევრები მთავრობის თავმჯდომარეს ორ საკითხთან დაკავშირებით მიმართავენ, ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ფორმირება და კვალიფიკაციის მიხედვით დაკომპლექტებაა, მეორე კი განაშენიანების კოეფიციენტის  K2-ის გაზრდის პროცედურებში მთავრობის თავმჯდომარის მონაწილეობაზე უარის ოფიციალურად გაცხადება. “ბათომის” წევრები მიიჩნევენ, რომ  პატარაძემ ბათუმის მერს წერილობით უნდა დაუდასტუროს კოეფიციენტის გაზრდაში მონაწილეობაზე უარი, რაც მერისთვის იქნება იმის საფუძველი, რომ საკითხი საკრებულოს სხდომაზე წარადგინოს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში