გიორგი გახარია მოქალაქეებს შეხვდა

04 აგვისტო 2024, 12:04 439 ნახვა

პარტია „საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. ინასარიძის ქუჩაზე შეხვედრის დროს კი ინცინდენტი მოხდა. ყოფილ პრემიერთან, სამი ადამიანი მივიდა და უთხრა, რომ გახარიას იქ ყოფნის უფლება არ ჰქონდა.

ასევე ეკითხებოდნენ თუ რატომ დატოვა ქართული ოცნება და პრემიერის პოსტი? შემდეგ კი იყო შეძახილები მოღალატე. შეხვედრაზე შეკრებილები, ამბობდნენ, რომ ეს იყო პროვოკაცია და არ იცნობდნენ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებს. სამწუხარო ფაქტი უწოდა მომხდარს თავად გიორგი გახარიამ, ინცინდენტის შემდეგ კი გახარიამ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში