სამწუხაროა, როდესაც არასამთავრობო სექტორი, მეტწილად, გადართულია პოლიტიკურ აგიტაციაზე და ყველანაირი სახე აქვს დაკარგული - მიხეილ სარჯველაძე

04 აგვისტო 2024, 17:14 373 ნახვა

ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არის ერთგვარი წინასაარჩევნო, პარტიული აქტივობის ნაწილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, თელავში, „დემოკრატიის ფესტივალის“ ჩატარებასთნ დაკავშირებით განაცხადა.

„სამწუხარო თვალის სადევნებელია, როდესაც არასამთავრობო სექტორი მეტწილად გადართულია პოლიტიკურ აგიტაციაზე და პრაქტიკულად, ყველანაირი სახე აქვს დაკარგული იმ თვალსაზრისით, რომ ის ნეიტრალურ სამოქალაქო სექტორად ითვლებოდეს. სამწუხაროა, ამის თვალის დევნება, მაგრამ, ეს სამწუხარო ქართული რეალობაა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ  „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის”, თელავში, დემოკრატიის სახელით ფესტივალი ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში