საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კონფერენცია

06 აგვისტო 2024, 12:08 557 ნახვა

თითქმის საათნახევრის განმავლობაში პასუხობდა ქვეყნის პრეზიდენტი ჟურნალისტების შეკითხვებს. სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენცია მედიასთან  ათონელის რეზიდენციაში გამართა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა  ვახო ხუზმიაშვილმა პრეზიდენტს საკუთარი განცხადებიდან ციტატა წაუკითხა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხებოდა. ვახო ხუზმიაშვილმა პრეზიდენტს ჰკითხა, როგორ ახერხებს აღნიშნული განცხადების ადრესატებთან, ვისზეც ამბობდა, რომ საკუთარი მოსახლეობა დაბომბა და საკუთარი ბავშვები დახოცა, ერთ მაგიდასთან ჯდომას.

პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს, იმას, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო. 

გარდა ამისა, ქვეყნის მთავარსარდალმა უპასუხა მედიის კითხვებს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით,  26 ოქტომბრის არჩევნებზე, კითხვა დაისვა მომავალი პრემიერობის კანდიდატზე და ისევ ჰკითხეს შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს, რაზეც  ზურაბიშვილმა თქვა, რომ  ამაზე "ერთხელ სამუდამოდ" პასუხი გაცემულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში