რუსეთსა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 16 წელი სრულდება, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები - გერმანიის საელჩო

07 აგვისტო 2024, 10:11 369 ნახვა
 

საქართველოში გერმანიის საელჩო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 16 წელი სრულდება.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება რუსეთის ფედერაციისა და სხვა სახელმწიფოების მიერ მიუღებელია.

მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში