დღესაც რომ გვქონდეს ისეთი ვითარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, ვიქნებოდით ომის ქარ-ცეცხლში გახვეული - ირაკლი ჩიქოვანი

08 აგვისტო 2024, 11:47 306 ნახვა
 

დღესაც რომ გვქონდეს ჩვენ ისეთი ვითარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, ვიქნებოდით ომის ქარ-ცეცხლში გახვეული, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ომის თავიდან არიდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ბუნება ყველამ კარგად დაინახა მათი მმართველობის პირობებში. ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება ჰქონდათ მათ აგვისტოს ომთან მიმართებაში. ჩვენ დავინახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს, თავი აერიდებინათ იმ ესკალაციისთვის, ომისთვის, რომელიც აგვისტოსი მოხდა. ეს არის ფაქტი. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამის თავიდან არიდება, ნათელია.

დღესაც რომ გვქონდეს ჩვენ ისეთი ვითარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, ვიქნებოდით ომის ქარ-ცეცხლში გახვეული. მაგრამ დღეს ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დაიცვას საქართველოს ინტერესები, ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ უზრუნველყოს მშვიდობა, რომელმაც უნდა შეძლოს განვითარების შესაძლებლობის შემქნა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში