20 მილიონი დოლარის ობლიგაციები სოციალური პროექტების დასაფინანსებლად

09 აგვისტო 2024, 18:04 476 ნახვა

მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად ბაზისბანკმა,  20 მილიონი დოლარის ღირებულების მდგრადი საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა, რაც კომერციული ობლიგაციების პირველი ემისიაა ადგილობრივ ბაზარზე.

ობლიგაციების ბანკის სტრატეგიული ინვესტორის, აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.  მწვანე შენობები და მშენებლობა, ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგია, მწვანე ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა - ობლიგაციებიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდება მწვანე და სოციალური პროექტების დაფინანსებას.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში