სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა, ტერნერმა აღნიშნეს აშშ-ის ერთგულება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდაჭერაში - ამერიკის საელჩო

10 აგვისტო 2024, 12:53 348 ნახვა

სენატორი ჯინ შაჰინი შაჰინი და კონგრესმენ მაიკ ტერნერი, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან,  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში აღნიშნული შეხვედრის შესახებ წერს.

„სამოქალაქო საზოგადოება უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ გზაზე, მათ შორის ამ ორგანიზაციების მუშაობის გზით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. შეხვედრისას, სენატორმა, შაჰინმა და კონგრესმენმა, ტერნერმა ხაზგასმით აღნიშნეს აშშ-ის ერთგულება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდაჭერაში, რათა ყველა ქართველმა იცოდეს, რომ მათი ხმა დაითვლება და, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში