ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარასდროს დაბრუნდეს ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა, რომლის შედეგიც იქნება კიდევ უფრო მძიმე ფორმით ისეთი მოვლენები, რაც 2008 წელს განვითარდა - პრემიერი

11 აგვისტო 2024, 13:08 374 ნახვა

საქართველოში ვიღაც ცდილობს, ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და დააბრუნოს ავტორიტარიზმი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო, უხეში საგარეო ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების ძალიან მკაფიო დარღვევა.

„ეს არის ძალიან სამწუხარო. კარგი ისაა, რომ გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე. ყველამ იცის, ვინ ვინ არის, რას ესმხაურება მათ შორის ასეთი ტიპის გარე ჩარევები. როდესაც დემოკრატიის ფესტივალს უწოდებ ღონისძიებას, სადაც  გამოფენილია სააკაშვილის სურათები, იქ ნათელია, რომ სინამდვილეში, საქართველოში ვიღაც ცდილობს, ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი. ამ ავტორიტარიზმის შედეგი იყო მათ შორის 2008 წლის ომი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავტორიტარიზმი აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, რათა აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, რადგან ავტორიტარიზმის და აგენტურის მმართველობის საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო მძიმე ფორმით ისეთი მოვლენების განვითარება, რაც საქართველოში 2008 წელს განვითარდა“, – განაცხადა მთავრობის მეთურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში