განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან, უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ გვექნება არაერთი ვიზიტი ამ რეგიონში - ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2024, 13:37 383 ნახვა

განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შინდისში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათი ვალია, მაქსიმალურად იზრუნონ გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე.

„უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ გვექნება არაერთი ვიზიტი ამ რეგიონში, რაც არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან და ჩვენი ვალია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ აქ მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში