საქართველოს პრეზიდენტი მხარს არ უჭერს ხალხისათვის "პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევას"

06 აპრილი 2017, 00:00 2260 ნახვა

კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილები,რომელიც ქვეყნის მთავარსარდლის პირდაპირი არჩევის გაუქმებას გულისხმობს, საქართველოს პრეზიდენტს უცნაურად მიაჩინია. გიორგი მარგველაშვილმა ამ თემაზე ქუთაისში ისაუბრა, პრეზიდენტმა სტუდენტებს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის გაუქმების შესახებ კითხვაზე უპასუხა. 
 "საქართველოში ჩამოყალიბდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის 25 წლიანი პოლიტიკური ტრადიცია. ვინც ცვლის ამ კანონს, მათ აუცილებლად უნდა ამიხსნან, რატომ მიცვლიან ამ ტრადიციას, რატომ იქნება ეს იმაზე უკეთესი ჩვეულებრივი ადამიანებისათვის.
მე მხარს არ ვუჭერ ხალხისათვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევას. ჩემი ბერკეტი სწორედ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოსაზრებაა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც, იმედი მაქვს, გავაგონებ საკონსტიტუციო კომისიას'',  - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ამავე კატეგორიაში