2024 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 29.5%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 682.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

13 აგვისტო 2024, 12:45 450 ნახვა

2024 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 29.5%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 682.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ივლისში იმპორტი 7.2%-ით გაიზარდა და 1,420.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„2024 წლის იანვარ-ივლისში იმპორტი 2.9%-ით გაიზარდა და 9,034.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წლის ივლისში სავაჭრო ბრუნვა 2,102.5 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.6%-ით მეტია და ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. 2024 წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა 1.6%-ით გაიზარდა და 12,564.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ივლისში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსიც, რაც იმპორტთან შედარებით ექსპორტის უფრო მაღალ ზრდას უკავშირდება. სავაჭრო დეფიციტმა 2024 წლის ივლისში 737.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ივლისთან შედარებით 59.9 მლნ. აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

2024 წლის იანვარ-ივლისის სავაჭრო დეფიციტმა 5,504.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 301.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2023 წელს ექსპორტი 9.0 პროცენტით გაიზარდა და 6.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 13.4 პროცენტით გაიზარდა და 21.7 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა“, - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში