თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩის შეხვედრა გაიმართა

06 აპრილი 2017, 00:00 2192 ნახვა

თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძე შეხვედრა გაიმართა.  ინფორმაცია შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ქართველ დიპლომატს მისიის დაწყება მიულოცა. დავით ბაქრაძემ კი, თავის მხრივ ამერიკის პრეზიდენტს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილსა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაუმახვილა ყურადღება. ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ქართველ დიპლომატს მისიის დაწყება მიულოცა და ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა -  ნათქვამია საელჩოს გვერდზე.

დავით ბაქრაძე, რომელსაც მანამდე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა, საქართველოს ელჩად 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა. ინფორმაცია შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. 

ამავე კატეგორიაში