ზუსტად 9 საათზე, აჭარის მაუწყებელზე

06 აპრილი 2017, 00:00 2756 ნახვა

ბრალდებული დეკანოზი შიმშილობს. ფაქტს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ადასტურებს. დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი კი ეჭვობს, რომ ბრალდებულმა მარხვა გააძლიერა და ფაქტები არასწორად იქნა ფორმულირებული.

ე.წ. მოსმენების კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს პოლიტიკური პარტიებისა  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებმაც მიმართეს. ინდივიდუალური საჩივრების შეტანა გრძელდება. 

აირჩევს თუ არა გამგებლებს ადგილობრივი მოსახლეობა - ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დემოკრატიულ ნაბიჯად შეფასებული გამგებლების არჩევის წესი შესაძლოა გადაიხედოს, ინფორმაციას ილია ნაკაშიძე ადასტურებს. დეპუტატის განცხადებით, დეპუტატებმა საკითხზე უკვე იმსჯელეს. 

მარნეულში ჩასახლებული და უკან დაბრუნებული ეკომიგრანტები კომპენსაციებს ითხოვენ. თხილვანაში 80-მდე ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს. 

ათობით სპორტული ფედერაცია და პრობლემები, რომლებიც 3 მილიონიანი დაფინანსების მიუხედავად ვერ გვარდება. 

 

ამავე კატეგორიაში