შეიცვლება თუ არა გამგებლების არჩევის წესი

06 აპრილი 2017, 00:00 1699 ნახვა

გამგებლების არჩევის წესის შესაძლო ცვლილების შესახებ, მმართველ გუნდში მსჯელობის შესახებ ინფორმაციას  ბათუმის მაჟორიტარი ილია ნაკაშიძე ადასტურებს.  "მსჯელობა იყო ამ თემაზე  რა თქმა უნდა, მაგრამ ამ მომენტისათვის ჩვენ უფრო აქცენტს  თვითმმართველ ქალაქებზე ვაკეთებთ. რაც შეეხება გამგებლებს, მზად არ ვართ ახლა ეს საკითხები განვიხილოთ, დავტოვებთ ისე, როგორც არის. შესაძლოა მომავლისთვის ეს შეიცვალოს"- განაცხადა ილია ნაკაშიძემ. 
 საკანონმდებლო ორგანოში გამგებლის არჩევის წესი 2014 წელს შეიცვალა და მუნიციპალიტეტის მმართველი პირი,  მოსახლეობამ პირდაპირი წესით პირველად აირჩია. თუ ცვლილებები განხორციელდა, მაშინ გამგებლებს მუნიციპალიტეტებში კვლავ საკრებულო აირჩევს. 

 

ამავე კატეგორიაში