კონკურსი ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად

19 აგვისტო 2024, 15:05 417 ნახვა

ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა.  კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა.

ლიტერატურული კონკურსი  2022 წელს დაარსდა და ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება და ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება. მისი მიზანი ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისებაა. ამასთან ერთი ნომინაცია შეეხება როგორც ქალ, ისე კაც ავტორებს და გაიცემა ნაწარმოებისათვის, რომელიც ქალის თემას ეძღვნება.

თითოეულ ნომინაციაში პრემია 5 000 ლარია. საკონკურსო განცხადებები  9 სექტემბრამდე მიიღება. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია დეკემბერში გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში