„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება

20 აგვისტო 2024, 14:44 305 ნახვა

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას, მორალურ დეგრადაციასა და  ტრადიციულ ფასეულობებს შორის-ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო მორიგ განცხადებას ავრცელებს.

ვრცელ წერილში პარტია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებით, მოკლევადიანი, 4-წლიანი ამოცანა წარმატებით შესრულდება – საქართველოში გაიმარჯვებს მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა.. განცხადებაში საუბარია საკოსნტიტუციო ცვლილების შესახებაც,   რომლის მიღების შემდეგ , მმართველი პარტიის განცხადებით, ქართველ ხალხს ვეღარავინ ვეღარ მოახვევს თავს ფსევდოლიბერალური იდეოლიგიის პროპაგანდის მანკიერებებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში