"ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენ გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე - შალვა პაპუაშვილი

21 აგვისტო 2024, 14:26 355 ნახვა

"ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენ გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე. ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერები ვართ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს მაჩვენებლები კარგად წარმოაჩენს იმ ძირითად მიზეზს, ბოლო 12 წლის ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა რატომ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“ და ოქტომბრის არჩევნებზეც კვლავ „ოცნებას“ უჭერს მხარს.

„დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით შთამბეჭდავ შედეგებთან ერთად, ვამაყობთ აღნიშნული ეკონომიკური მიღწევებით, რაც არის ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარების და საქართველოს აღმშენებლობის მთავარი წინაპირობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში