ხატია დეკანოიძის დაბრუნება ენმ-ში - გამოხმაურებები

21 აგვისტო 2024, 14:42 325 ნახვა

ნაციონალურ მოძრაობაში ხატია დეკანოიძის დაბრუნება პოლიტიკური შეფასებების საგანია. სახელისუფლებო გუნდის წევრები ამბობენ, რომ „ხატია დეკანოიძეს მოუწია დაბრუნება საკუთარ დედა პარტიაში, რადგან მას უთხრეს, რომ ის ცალკე არაფრის მაქნისია“. ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. რომ „ევროოპტიმისტების“ ერთადერთი წევრი, რომან გოცირიძე, სავარაუდოდ, ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდება. ნაციონალური მოძრაობის წევრები კი მიესალმებიან ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებას, მათი თქმით, ეს იყო საერთო გადაწყვეტილება. აანონსებენ, პარტიის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას. 

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში