საკონსტიტუციო სარჩელი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ”- შეფასებები

23 აგვისტო 2024, 14:44 320 ნახვა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელების განხილვა მომავალი კვირიდან იწყება. სხდომები 29 აგვისტოდან განახლდება.

დღეს პრემიერმა ამ საკითხზე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის შეტანილ სარჩელს ვერანაირი სამართლებრივი პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.

ოპოზიციისთვის პრემიერის ეს განცხადება სასამართლოზე გავლენის მოხდენაა.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში