არჩევნები 2024 - წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

28 აგვისტო 2024, 12:02 272 ნახვა

საქართველოს პარლამენტის  არჩევნების ორგანიზებისთვის კანონით განსაზღვრული  პროცედურები და  წინასაარჩევნო კამპანია  დაიწყო. ოფიციალურად გამოცხადდა არჩევნების თარიღიც, 26 ოქტომბერს ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ.  

პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში,  საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ საარჩევნო ტექნოლოგიებს ყველაზე დიდი მასშტაბით გამოიყენებს და ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების - ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მისცემს.

სულ 3030 საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის 2262 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო   768 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.   

ცესკოს განკარგულებით, სამტრედიის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებიც დაინიშნა, რომელიც პარლამენტის არჩევნებთან ერთად 26 ოქტომბერს გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში