პრეზიდენტთან დებატებს მინისტრთა კაბინეტი არ დაესწრება

07 აპრილი 2017, 00:00 1353 ნახვა

პარლამენტს მინისტრთა კაბინეტი ტოვებს. განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პარლამენტში მათ არაფერი ესაქმებათ. ტერიტორია დატოვა ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემაც.  მისი შეფასებით, პრეზიდენტის მოხსენებაში არაფერი იყო ახალი და ის ტრადიციულად მარგველაშვილის სხვა გამოსვლებს ჰგავდა. კახი კალაძემ, აჭარის მაუწყებელთან საუბრის დროს განაცხადა, რომ არ აპირებენ დარჩნენ დებატებზე პრეზიდენტთან, და პრემიერის ჩათვლით პარლამენტს მთელი მინისტრთა კაბინეტი ტოვებს.

ამავე კატეგორიაში