უსკოში პარტიების რეგისტრაციის ვადა იწურება

30 აგვისტო 2024, 14:42 464 ნახვა

უსკოში უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიების რეგისტრაციის  ვადა იწურება. რეგისტრაციის პროცესი უკვე გაიარეს პარტეიბმა:  „კი  ევროპას  სტრატეგია აღმაშენებელი“, „ტრიბუნა“, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“, “ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ და „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“.

კიდევ 6 პარტია რეგისტრაციის პროცესშია, ესენია: „ახალი ერთობა გვარამია მელია“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, ძლიერი საქართველო ლელო, ხალხისთვის“, თავისუფლებისთვის,“ “სამართლიანობისთვის“, “თავისუფალი საქართველო“ და  „საქართველო“. პარტიების რეგისტრაციის ვადა დღე 18 სსაათზე სრულდება.  ამის შემდეგ კი პარტიებმა სიები უნდა წარადგინონ, რომელშიც უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა  იყოს 21-ზე ნაკლები და 30-ზე მეტი.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში