საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობების ერთობლივი სწავლება

30 აგვისტო 2024, 17:51 365 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დასავლეთის ბატალიონის სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფმა, რუმინეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფთან ერთად, შავ ზღვაში სამხედრო სწავლება ჩაატარა.

ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების თქმით, ერთობლივი წვრთნები იმიტირებული სცენარის მიხედვით წარიმართა, ქართველმა და რუმინელმა სამხედროებმა აბორდაჟის ოპერაცია განახორციელეს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში