აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი

30 აგვისტო 2024, 17:48 288 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის  წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

მინისტრებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს, როგორც ინდივიდუალურად ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი, ასევე კარიბის ქვეყნების ორგანიზაციასთან და სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები.

ხაზი გაესვა საქართველოსთვის გლობალური პარტნიორობის განმტკიცებისა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპაციის საკითხსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში