უსკო-ში პარტიების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

30 აგვისტო 2024, 19:59 471 ნახვა

უსკოში უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. უსკოში 14 პოლიტიკური პარტიის განცხადება შევიდა , აქედან რეგისტრაციის პროცესი უკვე გაიარეს პარტიებმა  : „კი  ევროპას სტრატეგია აღმაშენებელი“, „ტრიბუნა“, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“, “ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ ,  „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ და " საქართველოს ევრპოული დემოკრატები ".

კიდევ 7 პარტია რეგისტრაციის პროცესშია, ესენია: „ახალი ერთობა გვარამია მელია“, „ , " ძლიერი საქართველო ლელო, ხალხისთვის“, თავისუფლებისთვის,“ “სამართლიანობისთვის“, “თავისუფალი საქართველო“,  "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ",  " პატრიოტთა ალიანსი " და  „საქართველო“. ახლა პარტიებმა სიები უნდა წარადგინონ, რომელშიც უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა  იყოს 21-ზე ნაკლები და 30-ზე მეტი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში