ხელები შორს ორგანიზაცია „სირცხვილიასგან“, „სირცხვილიას“ ბულინგიც სირცხვილია - მამუკა მდინარაძე

31 აგვისტო 2024, 10:18 315 ნახვა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირების შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია.

„ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია! ხელები შორს ორგანიზაცია „სირცხვილიასგან“. „სირცხვილიას“ ბულინგიც სირცხვილია!“ – წერს მდინარაძე.

მოძრაობა „სირცხვილიამ“ ფეისბუქ-გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირდებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში