სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა „სირცხვილიაზე“ გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით - მამუკა მდინარაძე

31 აგვისტო 2024, 16:38 282 ნახვა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მოძრაობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღარ დარეგისტრირდება.

„სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა „სირცხვილიაზე“ გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით, აღარ რეგისტრირდებიანო“, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“, 30 აგვისტოს გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდებოდნენ. ვიდეორგოლი ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება.

დღეს კი „სირცხვილიამ“ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში