დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრაცია იწყება

01 სექტემბერი 2024, 11:34 313 ნახვა

დღეს, 1-ელ სექტემბერს, იუსტიციის სახლის ფილიალებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადების ჩაბარება იწყება. პროცესი 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაინტერესებულ პირებს/სუბიექტებს იუსტიციის სახლის ფილიალებს შეუძლიათ მიმართონ 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, საქართველოს 30 ქალაქში: თბილისის და ბათუმის ცენტრალურ ფილიალებში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში ბოლნისში, გურჯაანში, თელავში, ყვარელში, ლაგოდეხში, თიანეთში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბორჯომში, ზუგდიდში, ფოთში, მარტვილში, სენაკში, ხონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზესტაფონში, ქარელში, წყალტუბოში, ყაზბეგში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, ონსა და მესტიაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში