„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტები

02 სექტემბერი 2024, 10:59 317 ნახვა

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით   მუხლობრივად განიხილავს  ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ  საკანონმდებლო ინიციატივასაც, რომელიც  პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.  

კანონი არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, არასრულწლოვანთა შვილად აყვანა და სქესის შეცვლის ოპერაციები.  საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება.

მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში